პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
BBC-მ საგამოძიებო ფილმი დადო. ვიდეო მასალა 46-წუთიანია, რომლის მთავარი მოქმედი პირი დავით კეზერაშვილია.
"მისტერ ოფშორი" - ასე უწოდებს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, რომელიც მილიარდიანი თაღლითობის სქემის ცენტრალური ფიგურაა.
აღმოჩნდა, რომ BBC-ის კამერა თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასაც იღებდა. პროკურორებს ოფისებში ჩართული კომპიუტერები დახვდათ, საიდანაც ასობით მტკიცებულებაა ამოღებული.
თბილისის ხუთვარსკვლავიან ბიზნეს ცენტრში გახსნილი ოფისიდან, ბრიტანეთის 5 ათას მოქალაქეზე გავიდნენ, ჩამონათვალშია სკანდინავიისა და გერმანიის პენსიონერებიც.
ფილმში გამოყენებულია გერმანელი პროკურორის ინტერვიუ ამბობს, რომ მსხვერპლი ძალიან ბევრია, მათ შორის გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან.
BBC-ის გადაღებული აქვს "მისტერ ოფშორის" ჩელსიში მდებარე 18 მილიონ ფუნტად შეფასებული სახლიც.
ჟურნალისტური გამოძიება დაზარალებული პენსიონერების გარდა, საუბრობს იმ ათასობით ახალგაზრდაზე, რომლებიც სქემაში ჩართეს და ბონუსად პენსიონერების თანხიდან პროცენტები დაუნიშნეს. ოფისები კი ევროპის ქვეყნების გარდა, ძირითადად კიევსა და თბილისში იყო განთავსებული.