საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768160646
ტრაგედია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. შემზარავი შემთხვევა სოფელ ზედა მესხეთში მოხდა.
ოჯახში მამა-შვილს შორის კონფლიქტი დაჭრით დასრულდა.
როგორც ადგილობრივი გამოცემა „მეგა ტვ“ წერს, 65 წლამდე ასაკის მამაკაცს შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც სანადირო თოფიდან გაისროლა, საფანტი შემთხვევით მეორე შვილს მოხვდა.
დაშავებული ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს. ადგილობრივების თქმით, სამართალდამცველებმა მამა უკვე დააკავეს.