თურქეთში უამინდობის გამო 38 რეისი გაუქმდა - ავიაკომპანია განცხადებას ავრცელებს
1732350445
3-წლიანი განხილვა ევროსასამართლოში დასრულდა - დეკანოზ მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე დასაშვებად გამოაცხადა და დაადგინა, რომ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-6 მუხლის პუნქტები.
სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებისა და მათი გამსაჩივრებლის წინააღმდეგ გამოყენების დროს მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ დარღვეულა.
სასამართლო ადგენს, რომ მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი დახურული სასამართლო პროცესის დროს დაირღვა. ხაზგასმულია, რომ დარღვეულ იქნა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიც.
მასალა განახლებადია და სრულ ინფორმაციას უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. მან ამ წლების განმავლობაში ციხეში არაერთხელ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას, რამაც მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დააზიანა.
ოჯახის ინფორმაციით, მამალაძეს დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია.