პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საბავშვო-გასართობი ცენტრის „მინიონების“ დამფუძნებელზე თამუნა მექერიშვილზე ძალადობის ბრალდების სარფის საზღვართან მისი მეგობარი მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, კაცი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
მომხდარის შესახებ მექერიშვილმა სოციალურ ქსელში თავადვე დაწერა და მასზე ფიზიკური ძალადობის ამსახველი ფოტოები გაავრცელა.
„სარფის სასაზღვრო პუნქტთან სასაზღვრო პოლიციამ დააკავა ქვეყნიდან მიმალვას აპირებდა თურქეთში... დააკავეს.
საგურამოს პოლიცია მიყვარხართ..... მადლობა გვერდში დგომისთვის და დანაშაულზე სწრაფი რეაქციისთვის და აღმოფხვრისთვის“, - წერს მექერიშვილი სოციალურ ქსელში.