პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულისთვის 44 პირია დაკავებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2022 წლის მეორე კვარტალში - 28, ხოლო მესამე კვარტალში 15 ადამიანი დააკავეს.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სისხლის სამართლის 2231 მუხლით, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას, „კანონიერ ქურდობას“ გულისხმობს, 5 პირია დაკავებული, მუხლი 2233 - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის“ ბრალდებით - 5 პირი, ხოლო მუხლი 2234 - „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღების ბრალდებით - 5.
რაც შეეხება მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებს, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 2231 - „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 13 პირი იყო დაკავებული, მუხლი 2233 - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის“ ბრალდებით 6 პირი, ხოლო მუხლი 2234 - „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღების ბრალდებით - 10.
ცნობისთვის, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, უწყების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით, რაც „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობას გულისხმობს, არცერთი პირი არ დაუკავებიათ.
ასევე 2022 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულისთვის არცერთი პირი დაკავებული არ იყო.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულისთვის ჯამში 79 პირი იყო დაკავებული.