ხმაური გლდანში - ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიების დროს, ენმ-ის წევრ ირაკლი ეძგვერაძეს სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოუხდა

პოლიცია ლენტა

ხმაური იყო გლდანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებას ატარებდა, რა დროსაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოუხდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ირაკლი ეძგვერაძეს.

ოპოზიციონერმა მის სახლთან მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები გააპროტესტა. პარტიის წევრების განცხადებით, საკრებულოს დეპუტატს თავს მიზანმიმართულად დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.

ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.