ტრამპი შეუჩერებელია - მაიკ ჯონსონი

ტრამპი შეუჩერებელია - მაიკ ჯონსონი

ტრამპი შეუჩერებელია – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა.

ჯონსონი დღეს დონალდ ტრამპს შეხვდა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოდ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მოკვლა სცადეს.

„მე და კელი მივდივართ მარ-ა-ლაგოდან, სადაც რამდენიმე საათი გავატარეთ პრეზიდენტ ტრამპთან და მადლობას ვუხდით ღმერთს მისი დაცვისთვის. არც ერთი ლიდერს ამერიკის ისტორიაში არ გადაუტანია მეტი თავდასხმა და დარჩენილა ასეთი ძლიერი. ის შეუჩერებელია“,- წერს ჯონსონი.