დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცის ადვოკატის, სულხან კომახიძის განმარტებით, შესაძლოა ბრალდებულს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდეს.
მისივე თქმით, კაცი ვერ იხსენებს ფაქტებს და სავარაუდოდ, ვერ აცნობიერებს მომხდარს.
„პოზიცია ჯერ არ გვაქვს ჩამოყალიბებული, დიდი ალბათობით, ვერ აცნობიერბეს რა მოხდა, გაოგნებულია მომხდარით, ვერ იხსენებს ფაქტებს და რაღაც სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ადვოკატმა რუსთავი 2-თან საუბარში.
ცნობისთვის, გუშინ თბილისში, გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმარმა ცოლი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა.