„ლოცვა, რომელიც დღეს უნდა თქვათ...“ - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია
1731312844
თბილისში, გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმარმა ცოლი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
„ქმარმა შვილების თვალწინ ცოლს ყელი გამოჭრა ავტობუსში, არ ვიცი ცოცხალია თუა არა“, - წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა.
მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ფოტოს ავტორი: ზაზა კოშკაძე