პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, რამდენიმე საათის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლი დანით მოკლა, აფხაზეთიდან დევნილია. ის წლების განმავლობაში ზუგდიდში ცხოვრობდა.
ზუგდიდიდან იყო გარდაცვლილი ქალიც.
არსებული ინფორმაციით, ცოლ - ქმარი ზუგდიდიდან თბილისში რამდენიმე წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ცხედარი ცოტა ხნის წინ, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
თვითმხილველების გამოკითხვა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.