ბაია პატარაია

ვინ ეტყვის ხალხს, რომ ცოლი არ არის ვალდებული ემორჩილებოდეს ქმარს, რომ ცოლი ქმრის საკუთრება არ არის? - ბაია პატარაია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში გურამიშვილზე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. 

„ვინ ეტყვის კაცს, რომ მოძულებული ცოლი კი არ უნდა მოკლას, არამედ უნდა გაშორდეს?

ვინ ეტყვის ქალს, რომ სანამ ეკონომიკურად დამოუკიდებელი არ გახდება, არც კი იფიქროს ქორწინებაზე?

ვინ ეტყვის გოგოებს და ბიჭებს, რომ ლტოლვა და აღტაცება სიყვარული არ არის? და რომ სიყვარული არ კმარა ცოლ-ქმრობისთვის, რომ მეგობრობა და პატივისცემა არანაკლებ მნიშვნელოვანია?

ვინ ეტყვის მშობლებს, რომ ტოქსიკური ქორწინება და მუდმივი ჩხუბი ბევრად უფრო აზიანებს მათ შვილებს, ვიდრე განქორწინება და ცალ-ცალკე ცხოვრება?

ვინ ეტყვის ხალხს, რომ ცოლი არ არის ვალდებული ემორჩილებოდეს ქმარს და რომ ცოლი ქმრის საკუთრება არ არის, რომ ქმარი არ არის ცოლის ბატონი და უფროსი?

ვინ გაიაზრებს, რომ 17 მაისი ძალადობის დღეა, რომელსაც ოჯახის სიწმინდის დღე დაარქვეს ფარისევლებმა?
დღეს კიდევ ერთი ქალი მოკლა ქმარმა, ავტობუსში, შვილების თვალწინ, პერფომატიულად.

ვინ ეტყვის ჟურნალისტებს, რომ ამ საზარელი დანაშაულიდან არ დადგან ცირკი და ამით არ წააქეზონ სხვა ბოროტი კაცები ფემიციდისკენ?“, - წერს ბაია პატარაია. 

მთავარი სიახლეები