პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2013 წლის 2 ივნისს, მოსკოვის ერთ-ერთ ავიალაინერში თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიბმული ბიჭის გვამი აღმოაჩინეს. ბიომეტრიული პასპორტიდან შეიტყვეს, რომ ის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის ქუთაისელი გიორგი აბულაძე იყო.
ოფიციალური ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცმა სასიკვდილო გზით გადაწყვიტა თურქეთიდან იტალიაში მოხვედრა – თვითმფრინავის ბორბალზე საკუთარი სხეული ქამრით მიიბა, რომ სხვა ქვეყანაში შეუმჩნევლად გადასულიყო.
ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ „პრაიმტაიმთან“ გარდაცვლილი ბიჭის მამას, კუკური აბულაძე, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეში იმ ანტალიის აეროპორტის იმდროინდელი დაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლებს ადებს ხელს.
მისი თქმით, დამნაშავეები დაუსჯელები არიან და საქმე ჯერ კიდევ არის ბოლომდე გამოძიებული.
„ჩემი შვილი 2013 წელს მოკლეს თურქეთში, იურისტი კარგი იყო. მომხდარი დღემდე არაა გამოძიებული. 10 წელიწადია ამ საქმეს დავდევ. მე გამოძიებული მაქვს ყველაფერი, მკვლელიც ვიცი ვინ არის.
სპორტსმენი ბიჭი იყო, სულ ვფიქრობდი, რომ შეიპარა ბორტზე და გაიყინა. მაგრამ, როცა ავიატორებს და სპეციალისტებს გავესაუბრე მითხრეს, რომ ბიჭი ისეთ ადგილას იყო ბუზი ვერ შეფრინდებაო. ჩაუგდიათ მიცვალებული, სადაც ბორბალი თვითმფრინავის და მიუბიათ ქამრით. ეს არის მკვლელობა.
დამნაშავედ ვთვლი, 2013 წლის 1 ივნისის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს. ესენი უნდა დაისაჯონ. მეუბნებიან, რომ წიგნაკი დახეულიაო, ხელის დაფარება უნდათ. რას ნიშნავს ეს? წიგნაკი ათწლეულების განმავლობაში მიდის არქივში. რასაც ამბობენ არის ტყუილი.
2 შვილმკვდარი მამა ვარ. პირველი შვილი, 6 თვის ბავშვი ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში კუჭის ტკივილით მივიყვანე და მეორე დილას მკვდარი დამახვედრეს. ერთი ქალიშვილი დამრჩა, რომელიც საზღვარგარეთაა, მარტოხელა კაცი ვარ. წამლის მომტანიც არავინ მყავს. სამართალს ვეძებ“, - ამბობს კუკური აბულაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: