პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,კახი კალაძისთვის ეს იყო საშინელი ტრაგედია. ოჯახის შემდეგ, მშობლების შემდეგ ეს იყო საშინელი დარტყმა", - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნელი კობიაშვილმა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" განაცხადა.
,,წინა დღეს კაცი გამოვიდა სიხარულით გამოაცხადა, აჩვენა ეს შადრევანი. უხაროდა, რომ რაღაც ახალი, კარგი საქმე გააკეთა და მეორე დღეს მოხდა ასეთი უბედურება, ეს მისთვის რამხელა ტრაგედიაა. გამორბიან ახლა ესენი და როგორც სვავები, ისე დაესივნენ, გადადგეს. მეხუთე დღეა და პასუხი არ გვაქვს გამოძიებაზეო, მეხუთე დღეს რა პასუხი უნდა იყოს?", - ამბობს ნელი კობიაშვილი.