კახეთში 12 წლის გოგო ნათესავმა გააუპატიურა, გოგონას ბიძამ კი სავარაუდო დამნაშავე დაჭრა

პოლიცია

კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 45 წლის კაცმა არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა.

მამაკაცი გოგონას მამიდის ქმარია.

ძალადობის შესახებ, არასრულწლოვანმა ოჯახის წევრებს შეატყობინა, რის შემდეგაც გოგონას ბიძამ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, გოგონას ბიძა კი დაკავებულია.

საავადმყოფოშია მოთავსებული არასრულწლოვანიც. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ .

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და გაუპატიურების მუხლით დაიწყო.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ჩვენი დღეები დათვლილია... ან ახლა, ან არასდროს“ - შალვა ამონაშვილის რჩევები

რა გელით უქმეებზე - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

VIDEO: „მოვინათლეთ, ოღონდ საოცრება უნდა ვთქვა...“ - ლენუკა ყიფშიძე