VIDEO: აშშ-ში ისტორიული არჩევნები დასრულდა - ტრამპი ამომრჩევლებს მიმართავს
1730878476
თბილისის საქალაქო სასამართლოში ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც, თავად ბრალდებული საბოლოო სიტყვით ისარგებლებს.
სასამართლოზე ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ, საქმის მასალებიდან ამონარიდი წაიკითხა, რომელიც ბრალდების მხარემ სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარადგინა:
ნეკა დოროყაშვილი: ძალიან ამცდარი ვართ ჩვენ მენტალურად შენ თუ გინდოდა, რომ ჰოლივუდში გვეცხოვრა გეთქვა, ნეკ, ჩვენ ვიყოთ ცოლ-ქმარი, მე აქ ჩამოვალ ხოლმე, გავიჩენ ვიღაცებს, შენც გაიჩინე და ვიყოთ თანამედროვე ცოლ-ქმარი...
ნიკოლოზ ბასილაშვილი: შენ ხომ გაქვს შენი მოსაზრება, მეც მაქვს ჩემი მოსაზრება.
ნეკა დოროყაშვილი: შენ შეგეძლო ჩემთვის გეთქვა, ნეკა, შენც იყავი მოდელი, გაერთე მაგრად, მეც გავერთობი, მაგრამ ვიყოთ როგორც ბრეტ პიტი და ანჯელინა ჯოლი. ბევრი ცნობილი ადამიანები არიან, ერთობიან და მერე რიგდებიან, რაღაც მომენტში მეც ამის მომხრე ვარ, მაგრამ უნდა გეთქვა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.