1728156496
EXCLUSIVE: „გაგწირავ, ელოდე ბოროტი ნეკას ბოროტულ საქციელებს“ - ნეკა დოროყაშვილის სკანდალური სატელეფონო საუბარი ბასილაშვილთან
„პრაიმთაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა, ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის საქმის მასალები, მათ შორისაა სატელეფონო საუბარი, საქართველოს პირველ ჩოგანსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის.
ჩანაწერი სკანდალური შინაარსისაა.
ნეკა დოროყაშვილი: ცუდი გოგო დაგენახა ჩემში, ეხლა იცოდე ძალიან ცუდი ადამიანი გამხადეთ
ნიკა ბასილაშვილი: ხოდა იყავი ცუდი ადამიანი, რა გინდა ჩემგან, რა გინდა მითხარი
ნეკა დოროყაშვილი: შენგან არაფერი აღარ მინდა, მინდა იცოდე, რომ ის ბოლო ნამუსის წერტილი და ადამიანობის საზღვარი გაიწყვიტე და ყველანაირად გამიშავე გული, ამის მერე ჩემგან ელოდები ყველაზე ბოროტ ნეკას დედამიწაზე და ჩემს მეტი შენ მტერი აღარ გეყოლება.
ნიკა ბასილაშვილი: კი ბატონო.
ნეკა დოროყაშვილი: გადაყვები სასამართლო პროცესს, გაგწყვიტავთ ბოლომდე, გაგწირავ ნიკა, დედას მოგ...ვ, კარგად იყავი, ელოდე ბოროტი ნეკას ბოროტულ საქციელებს.
ნიკა ბასილაშვილი: წარმატებები.
ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი არ ეთანხმება, ჩანაწერის ერთ-ერთ ნაწილში ნეკა დოროყაშვილის მიერ თითქოსდა ნათქვამ სიტყვას - „დაგბრიდავ“.
დოროყაშვილის ადვოკატი ია მარიამიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩანაწერი ამ ნაწილში გაყალბებულია.
„ეს ჩანაწერი დამონტაჟებულია, ამ ჩანაწერის ორიგინალი არსებობს. ის სასამართლოსაც წარედგინა და მოსამართლემ შეამოწმა კიდეც. ჩანაწერი დამონტაჟებულია იმ ნაწილში, რომელშიც ნათქვამია „დაგბრიდავ“. ჩანაწერში ნეკა ამბობს „გიჩივლებთ“. სიმართლეს, რომ ვამბობ იქედანაც ჩანს, რომ სხვა ნაწილში არ მაქვს პრეტენზია, ნეკა „დაგბრიდავს“ ნამდვილად არ ამბობს.
ეს ვოისი შემაკავებელი ორდენების განხილვის დროსაც წარდგენილი იყო ერთადერთი მიზნით, რომ გვემუქრება და როდესაც ის მოსამართლემ მოისმინა, თქვა კიდევაც, რომ აქ ისეთი არაფერია, რადგან რეალურად, ნეკა ამბობს „გიჩივლებთ“, - განაცხადა ადვოკატმა.