პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
21 საუკუნის ყველაზე სასტიკი მკვლელი შეწყალებას ითხოვს. 77 ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ანდერს ბრეივიკი ციხეში შელახულ უფლებებზე საუბრობს და ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტს უჩივის.
მან ნორვეგიის ხელისუფლებისგან შეწყალება მოითხოვა, თუმცა უარი ეთქვა. ახლა ის სწორედ ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის და სასამართლოსთვის ემზადება.
11 წლის წინ განვითარებული მოვლენები კუნძულ უტოიაზე ბრეივიკის სისასტიკეს შეწირული ქართველი სტუდენტის, თამთა ლიპარტელიანის დედამ, ლეილა ასათიანმა გაიხსენა.
„11 წელია ჯოჯოხეთში ვცხოვრობ, უსამართლობის განცდა მიძლიერდება, როცა იმ მომენტში მქონდა როდესაც გაასამართლეს და მინიმალური სასჯელი მიუსაჯეს, იმ საშინელებისთვის რაც ჩაიდინა. ახლა ვფიქრობ, რომ აჯილდოვებენ ამისთვის, თუკი მას შეიწყალებენ. მე არა მგონია, რომ ის ინანიებდეს რაიმეს“, - ამბობს ლეილა ასათიანი ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.