"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
ძმებ კაკულიების სასამართლო პროცესი გრძელდება. სხდომაზე პროკურატურის ხუთი მოწმე დაკითხეს. გაირკვა, რომ არაყიშვილის ქუჩაზე, სერგო ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმის ფარგლებში მოწმეებს შორის არ იქნება ნინო ქადაგიძე.
საქმე იმაშია, რომ ძმების დაკავების დროს ამოღებული იარაღი გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას სახელზეა რეგისტრირებული.
ამასთან დაკავშირებით ნინო ქადაგიძე მოწმის სახით საგამოძიებო ორგანოში უკვე გამოკითხეს. სასამართლოში მისი დაკითხვა კი ბრალდებულების ადვოკატების მოთხოვნით აღარ მოხდება. ძმები კაკულიები ზურაბ ჟვანიას შვილის მეგობრები არიან.
გადასცა თუ არა ბუსა ჟვანიამ ბრალდებულებს იარაღი?- ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამოძიება მიმდინარეობს.