პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ძმები კაკულიების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. ბრალდებულების უფლებადამცველის განმარტებით საქმეში არსებული მტკიცებულებები კაკულიების ბრალეულობას ვერ ადასტურებენ.
გუგა და დავით კაკულიებს გამოძიება არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობასთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას და საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.
ამასთან, გურამ და დავით კაკულიების უფლებადამცველის განცხადებით, ამ ეტაპზე საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა ბრალდების დადასტურების საფუძველს. როგორც მარიამ შათირიშვილი განმარტავს, ამ დორისთვის ძმები კაკულიების პოზიცია დუმილის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით უცვლელია, თუმცა უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ ეს პოზიცია შეცვალოს.
"ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა გრძელდება. უნდა დავკითხოთ ბრალდების მხარის მოწმეები, ჯერჯერობით, არ დაგვიკითხავს უშუალოდ თვითმხილველი მოწმეები და არ დაგვიკითხავს დაზარალებულები. საქმეში არსებული მასალები და მტკიცებულებები ამ ეტაპზე რაც გამოიკვლია სასამართლომ, არც ერთი მტკიცებულება არ იძლევა ბრალდების დადასტურების საფუძველს. ბრალდებულები იყენებენ დუმილის უფლებას, თუმცა ეს ამ ეტაპზე არსებულია პოლიციაა და შესაძლოა იგი შეიცვალოს,"-აცხადებს მარიამ შათირიშვილი.