1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის - ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი გაიმართა. როგორც მან აღნიშნა, გასული წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცენდენტოდ მაღალია და ის 62%-ს აღემატება.
ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროს მიერ დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ვადებისა და შინაარსობრივი ფორმის ცვლილების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის, მზადყოფნას აცხადებს, თავის კომპეტენციას მიკუთვნებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელზეც იქნება საყოველთაო საჯარო ინტერესი, არსებული რესურსების გათვალისწინებით, დაამუშაოს და აცნობოს საზოგადოებას.