დაკავებულია ქართველი, ოთხი თურქი და ორი აზერბაიჯანელი მეზღვაური. ეკიპაჟი ეჭვმიტანილია გემის განზრახ ჩაძირვაში - „როიტერი“

gemi

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ტუნისში დაკავებულ მეზღვაურებს შორის ერთ-ერთი ქართველია.

გამოცემის ცნობით, თურქეთის ოთხი მოქალაქე, აზერბაიჯანის ორი და  საქართველოს ერთი მოქალაქე სამართალდამცველებმა დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან გემის განზრახ ჩაძირვაში, რათა მომხდარის გამო სადაზღვევო კომპანიისგან კომპენსაციის სახით გარკვეული ოდენობის თანხა მიეღოთ.

სასამართლოს მეზღვაურების დაკავების მოთხოვნით გამომძიებლებმა მიმართეს, რადგან გემზე აფეთქება არ მომხდარა, როგორც დაკავებულები ჩვენებებში აფიქსირებდნენ.

მათი ცნობით, გემს გვინეიდან მალტაში ათასი ტონა ნავთობი უნდა გადაჰქონდათ, თუმცა გამოძიების სპეციალურმა ჯგუფმა გემის ჩაძირვის შემდეგ დაადგინეს, რომ გემის ტვირთის საწყობში ნავთობი არ იყო.

გაბესის სასამართლოს სპიკერმა მოჰამედ კარაიმ განაცხადა, რომ ისინი მუშოაბენ ვერსიაზე, რომ მეზღვაურები ცდილობდნენ, სადაზღვევო კომპანიებისგან თანხა მიეღოთ.