Exclusive: "ერთმანეთს გადასძახეს - მიცვალებული ადგა, ჩქარა დავტოვოთ აქაურობაო" - მთიული ბავშვის ოჯახური ისტორია, რომელმაც ტურისტები შეაშინა

beka

ცნობილი ბავშვი, ბექა ბუჩუკური, რომელიც საზოგადოებამ თანატოლ მარისთან ერთად მთიული ბავშვების სახელით გაიცნო, "პრაიმტაიმს" ექსკლუზიურად პაპის თავგადასავალს უამბობს, რომელიც ახლახანს მოხდა. 

ბექას ბებია როცა გარდაიცვალა, პაპამ მეუღლის საფლავზე მარმარილოს ქვაზე საკუთარი სურათიც გამოსახა და ეპიტაფიად დაბადების თარიღიც მიაწერა... 

პატარა მთიული ბიჭის ბებია ხადის ხეობაში, ერთ-ერთი ეკლესიის ეზოშია დასაფლოავებული. სწორედ ამ საყდრის სანახავად მისულმა ტურისტებმა ეზოში მოხუცი კაცი შენიშნეს და გამოელაპარაკნენ. 

ბექას პაპამ აუხსნა, რომ გარდაცვლილი მისი მეუღლე იყო, ხოლო როცა ჰკითხეს, მეუღლის გვერდით დახატული გარდაცვლილის ვინაობა, მოხუცმა კაცმა დაუფიქრებლად უპასუხა, ეს მე ვარო... 

მიცვალებული ამდგარა, ჩქარა დავტოვოთ აქაურობაო, ტურისტებმა ერთმანეთს შესძახეს და თავქუდმოგლეჯილებმა ეკლესია დატოვეს... 

"ახლა, აღდგომას ბებიის საფლავზე ვარ. აქ კურიოზიც მოხდა ცოტა ხნის წინ - როცა ბებია დაიღუპა, პაპამ გარდაცვლილი ცოლის სურათიც დაახატინა და თავისი პორტრეტიც. 

ცოლის საფლავზე მისულს ტურსტები შეხვდნენ, ჰკითხეს, ეს ქალი ვინ არისო, პაპამ აუხსნა, რომ მისი დაღუპული მეუღლე იყო. 

ახლა, თავად პაპაზე ეკითხებიან ვინ არის მეორე გარდაცვლილიო, მანაც იმ წამსვე უთხრა, ის მეორე მე ვარო. 

ჯერ გაფითრდნენ, მერე ერთმანეთს გადასძახეს - მიცვალებული ამდგარა, ჩქარა დავტოვოთ აქაურობაო და ელვის სისწრაფით დატოვეს ეკლესიის ტერიტორია."  -ამბობს ბექა ბუჩუკური.