პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მარნეულში 45 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი მრავლობით დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"კურიერმა" მოკლულის ვინაობა გაარკვია - 45 წლის კაცი ვილალაიათ ორუჯოვია. ჩასაფრებულმა მამაკაცმა მას ცეცხლი გაუხსნა და 7 ტყვია გაისროლა.
ცეცხლსასროლი იარაღი ეჭვმიტანელმა ადგილზე დატოვა.
ერთ-ერთი ვერსიით, მოკლულსა და ეჭვმიტანელს წარსულში პირადი დაპირისპირება ჰქონდათ.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.