„მკვლელი შეეცადა გაქცევას...“ - მეზობლები შემზარავი მკვლელობის დეტალებზე

შსს

ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე. 

მამაკაცმა დანით ყოფილი მეუღლე მოკლა. მომხდარზე მეზობლები საუბრობენ. 

„ძლიერი ხმაური შემოგვესმა ეზოში, ავედით, კარი ძალით შევაღეთ და ოთახში სისხლის გუბე იდგა, გვამს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა თავისა და ყელის არეში, ფაქტობრივად ყელი გამოჩეხილი ჰქონდა. მკვლელი ეცადა გაქცევას, თუმცა კარი გადავუკეტეთ და არ მივეცით საშუალება გაქცეულიყო. ამ დროს პოლიციაც მოვიდა.

დღეს ყოფილა მოსული, ბავშვი წაუყვანია, თავის დასთან დაუტოვებია და მერე მობრუნებულა უკან, რის შემდეგაც ბინიდან ისმოდა ყვირილი. ავიდნენ მეზობლები და დახვდათ მოკლული ახალგაზრდა ქალი“, - ჰყვებიან მეზობლები. 

მეზობლების კომენტარი „პრაიმტაიმს“ ადვოკატმა ლევან ჭელიძემ მიაწოდა. 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი უკვე დაკავებულია.