„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
როგორც "პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი, მარნეულში ცოტა ხნის წინ შუა ხნის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რესტორანთან ესროლეს.
"შუა ასაკის კაცს რესტორან "აიდან შადლიქთან" იარაღიდან ესროლეს, სადაც ადგილობრივების ქორწილი უნდა გამართულიყო და ის სტუმრად იყო მიწვეული. ჭრილობები მას თავისა და ყელის არეში აქვს მიყენებული, იქ ჩხუბი მოხდა, თუმცა რა იყო კამათის მიზეზი ჯერჯერობით არ ვიცით“ - უთხრა „პრაიმტაიმს“ ადგილობრივმა.
რესტორნიდან დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მარნეულში, ავერსის კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.