მკვლელობა მარნეულში - გარდაცვლილია მამაკაცი

პოლიცია

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მარნეულში, შუახნის მამაკაცი მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობა მამაკაცს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით, კერძოდ: 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.