გერმანიაში საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს

გერმანიის პოლიცია

მასშტაბური სპეცოპერაცია გერმანიაში. მასობრივი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 12 მოქალაქე. ამოღებულია დიდი რაოდენობით ამანათები რომელიც, ძირითადად, ნაქურდალი ნივთებით იყო შევსებული.

გერმანული მედიის ცნობით, ამანათები საქართველოში იგზავნებოდა.

დაკავებულთა შორისაა საკურიერო მომსახურების ხელმძღვანელი, 54 წლის მამაკაცი.