არის „ქართული ოცნება“ თავისი რეალური პოლიტიკით, რეალური შედეგებით და არის ე.წ. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ - არჩევანი არის ტყუილს, ნგრევას, მშვიდობასა და განვითარებას შორის - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

არჩევანი არის ტყუილს, ნგრევას, ეკონომიკურ კოლაფსს, ომს, მშვიდობასა და განვითარებას შორის. ხალხი ირჩევს რა თქმა უნდა განვითარებას, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

„არის „ქართული ოცნება“ თავისი რეალური პოლიტიკით, რეალური შედეგებით. ყველა ჩვენი დანაპირები არის მხოლოდ და მხოლოდ არსებულ, კარგ რეალობაზე დაყრდნობილი და გაგრძელებული და არის ე.წ. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ რომლის დანაპირები არის დაახლოებით ასეთი: დავუწესოთ რუსეთს სანქციები, რითაც ეკონომიკა სულ მცირე უზარმაზარ დარტყმას მიიღებს და მეორე ხელით მოგცემთ ათას ლარიან პენსიას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, რამდენიმე საათში „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეხვედრა დაიწყება. მმართველი პარტია მხარდამჭერებს თავისუფლების მოედანზე ელოდება. ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.