დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
გერმანიის ფედერალური მინისტრი კრისტიან ლინდერი ქვეყნის მთავრობას უკრაინელი ლტოლვილებისთვის ახალი სტატუსის მინიჭების ინიციატივით მიმართა, რათა შემწეობის მოცულობა შემცირდეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
„ჩვენ უნდა განვიხილოთ შესაძლებლობა უკრაინელი ლტოლვილებისთვის ცალკე სამართლებრივი სტატუსის მინიჭების შესახებ“, - ციტირებს ლინდერს გერმანული მედია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი სტატუსის მიხედვით, უკრაინელები კვლავ მიიღებენ თავშესაფარს განაცხადის შეტანის გარეშე, თუმცა სოციალურ შემწეობას მათ ავტომატურად აღარ მისცემენ.
გარდა ამისა, გერმანიის ფინანსთა მინისტრი კომუნალური გადასახადების კომპენსაციის წესის შეცვლას აპირებს. მისი აზრით, საჭიროა ერთი, ფიქსირებული ტარიფის შემოღება, და არა კომპენსაციის გაცემა ფაქტობრივი დანახარჯების საფუძველზე.