ბელგიაში სამ ქართველს საპარსებისა და კბილის ჯაგრისების მოპარვისთვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჯაგრისი

ბელგიაში საქართველოს სამ მოქალაქეს საპარსებისა და კბილის ჯაგრისების მოპარვისთვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ბელგიური მედიის ინფორმაციით, 49 წლის ზურაბ კ.-მ და 38 წლის კახა ა.-მ 16-დან 19 ივლისამდე ჯამში თერთმეტი ქურდობა ჩაიდინეს. ბრალდებულები და მათი თანამზრახველები Colruyt-ისა და OKay-ის მაღაზიებში, სისტემატურად იპარავდნენ საპარსებსა და კბილის ჯაგრისებს. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ქურდობის დროს ასევე მოიპარეს ორაგული, ვისკი და არდენის შემწვარი საქონლის ხორცი.

ქართველებმა დანაშაული ზედელგემში, გისტელში, არდუიში, ბრიუგესა და მუსკრონშიც ჩაიდინეს. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ქართველები განმეორებით დამნაშავეები იყვნენ. ა. და ლ. უკვე გასამართლებული იყვნენ ბელგიაში, ბრალდების მხარე აპელირებდა, რომ საქართველოს სხვა მოქალაქეებმა იგივე დანაშაულები გერმანიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაშიც ჩაიდინეს.

„ისინი არ გაჩერდებიან, რადგან ეს ამ პროფესიონალი ქურდების ძირითადი საქმიანობაა“, - ამტკიცებდა ბრალდების მხარე.

მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა და მათ პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, ქართველმა ბრალდებულებმა ჯარიმა 800 ევრო უნდა გადაიხადონ.