„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
ავლაბარში 50 წლამდე მამაკაცი ჩაცხრილეს. "კურიერი P.S-ის" ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი იმავე უბანში ცხოვრობდა, სადაც მკვლელობა მოხდა.
შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, საიდანაც სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს ჩანაწერები. შესაბამისად, შესაძლოა, დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული იყოს. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
მოკლული, წარსულში ნასამართლევი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ყელისა და თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ასევე დაგაინტერესებთ:
ხანძარი მახინჯაურში ტყეში - რა ხდება ადგილზე
გორში, ჯაჭვით დაბმული დათვი ნახეს - ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ვიაგრას მოხმარება შეიძლება ალცჰაიმერის შემცირებულ რისკთან იყოს დაკავშირებული - კვლევა
19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
1755544725
რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1755520230