პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 მაისს, თბილისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა, განზრახ მოკვლის მიზნით, 15 წლის მოზარდს დანით ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების დადგენის მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.