პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ორ წლიანი დავის დასასრული და საქმეში დაზარალებულის პირველი სატელევიზიო განმარტება. მოსამართლის გადაწყვეტილებას, ნელი დოროყაშვილი, სოციალური ქსელის შემდეგ მედიასთან აკრიტიკებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ მოსამართლეს კატეგორიულად არ ეთანხმება და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
„კატეგორიულად არ ვეთანხმებით მოსამართლის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა ვერ და არ დავთანხმდებით ფემიციდზე ხელის მოწერის გადაწყვეტილებას, რადგან ეს არ არის მარტო ჩემი ბრძოლა. ფაქტობრივად ეს განაჩენი ეხებოდა და გამოტანილია იმ ყველა ქალის მიმართ, ვინც არიან დღეს ძალადობის მსხვერპლები. გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება, ჩვენ წავალთ ყველა ინსტანციაში და თუ ვერ მოვახერხეთ საქართველოში აღმოფხვრა, დავა აუცილებლად გაგრძელდება საერთაშორისო მასშტაბით," - აცხადებს დოროყაშვილი.
საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალურ საქმეზე ბასილაშვილი ოთხივე ეპიზოდში გამართლდა.