მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთში არისტოტელეს უნივერსიტეტთან, კიმეიოს მოედანზე ჩხუბი სროლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, 7-ჯერ გაისროლეს. დაპირისპირების შედეგად დაშავებული 23 წლის კაცი, კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკამდე ის საკუთარმა ორმა მეგობარმა მიიყვანა და ტერიტორია სასწრაფოდ დატოვეს.
დაშავებულმა მომხდართან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია არ გასცა და თქვა, რომ მას მოულოდნელად ორი უცხოელი დაესხა თავს, რომლებმაც ფეხებში ესროლეს.
ბერძნული მედია წერს, რომ დაჭრილს საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ წარმოშობით ქართველია. ის საკუთარ ჩვენებაში ადასტურებს, რომ მას თავს დაესხნენ და ფეხში უცნობმა უცხოელებმა ესროლა. წარსულში ის ფიგურირებდა ყაჩაღობისა და ნარკოტიკების საქმეებში.
ბერძნული მედიიები წერენ, რომ ეს საქმე „ანგარიშსწორება“ იყო, რადგან დაშავებულს ყაჩაღობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და სულ რაღაც ერთი თვის წინ გაათავისუფლეს.