კურორტზე ქართველი ბიზნესმენი გაძარცვეს - რა მოხდა საბერძნეთში

mikos

საბერძნეთში, პოპულარულ კურორტ მიკონოსზე ქართველი ბიზნესმენი გაძარცვეს. მძარცველები ვილაში შეიჭრნენ და ბიზნესმენის ძვირფასეულობა წაიღეს, დაკარგული ნივთების ღირებულება 90 000 ევროს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია გამოცემა ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, პოლიციას მძარცველების ფოტო სურათები და თითის ანაბეჭდები აღებული აქვს. 

"ძვირად ღირებულ ვილაში მძარცველები შევიდნენ, როცა ის სახლიდან გასული იყო - მე მხოლოდ ერთი საათით ვიყავი წასული, ამბობს ბიზნესმენი ბერძნულ მედია გამოცემასთან, protothema.gr-თან საუბრისას.

კუნძულზე მდებარე ვილაში კიდევ ერთი ქურდობა დაფიქსირდა. მიკონოსის პოლიციამ მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. 

ვილა, სადაც ბიზნესმენი იმყოფებოდა, კუნუპას რაიონში მდებარეობს. ძარცვის ფაქტი კი 6 ივლისს, საღამოს საათებში - 22:50 სთ-დან 12:50 საათამდე მოხდა. 

ქართველი ბიზნესმენი, რომელიც არის სტარტაპების დამფინანსებელი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, კონკრეტულ პერიოდში, როგორც პოლიციას განუცხადა, ჯგუფთან ერთად კუნძულზე სასეირნოდ იყო წასული.

ამ 60 წუთში დამნაშავეებმა სახლის ფანჯრის ჩამტვრევით მოახერხეს აგარაკზე შეჭრა. ისინი საძინებლებში შევიდნენ და 90 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. ეს ინფორმაცია 35 წლის ქართველმა ბიზნესმენმა მეორე დღეს, მიკონოსის უსაფრთხოების სამსახურში ჩვენების მიცემის დროს დაადასტურა. 

protothema.gr-თან საუბრისას მან განაცხადა, რომ პოლიციელებს მძარცველების ფოტოები და თითის ანაბეჭდები აქვთ ამოღებული და იმედს იტოვებს, რომ მოპარულ ნივთებს იპოვიან. ბიზნესმენის თქმით, მოპარული ძვირფასეულობა დაზღვეული არ იყო." - წერს გამოცემა.