„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
საბერძნეთში დაკავებულ 35 წლის ქართველ კაცს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. სავარაუდო მსხვერპლი ახლა 14 წლის არის, თუმცა ბერძნული გამოძიების ინფორმაციით, მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედება 6 წლის განმავლობაში ხდებოდა.
სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი დაკავებულის პარტნიორის ქალიშვილია. ბავშვმა პოლიციაში თავად დარეკა. დედაც და თავად ბრალდებულიც ამტკიცებენ, რომ მოზარდი ცრუობს. მოტივად კი შურისძიებას ასახელებენ.
„ბავშვს კარგად სწავლას სთხოვდნენ, მას კი სხვა გატაცებები ჰქონდა, ამიტომ ასეთი ბრალდება მოიგონა შურისძიების მიზნით“, - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.
ფაქტი ბერძნული მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. დაკავებულის სასამართლოში გადაყვანის კადრებს სალონიკის ტელევიზია ავრცელებს.
სასამართლომ 35 წლის ქართველ კაცს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. თავად არასრულწლოვანს კი ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება.
ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.