ალეკო ელისაშვილის განაჩენი ცნობილია

ელისაშვილი

ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს.

მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. პროკურატურამ 30 ნოემბერს ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 30 მარტს „2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე“ 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა ბრალდება.