ახალციხეში, 57 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

სახლი

ახალციხეში, 57 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის ხანძარმა იმსხვერპლა. კაცი ბინაში მარტო ცხოვრობდა და ის მსგავსი შემთხვევისგან ადრე ერთხელ უკვე გადაარჩინეს.

ცეცხლი ბინაში სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.