1779737742
იმერეთში სახლმწიფო რწმუნებული ქუთაისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ქუთაისში სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ასევე სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა მოეწყო.
საქართველოს დამოუკდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება.










