მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს - ამინდი ევროპის ქვეყნებში
1751126406
ლაგოდეხში 37 წლის ნონა ჭაბაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს.გამოძიების მტკიცებით, ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა ქალი გაგუდა, შემდეგ კი, კვალის არევის მიზნით, სახლში გაზქურა ჩართო. შემთხვევა ლაგოდეხში, გუშინ მოხდა.
ახალგაზრდა ქალი, ახლობლებმა გარდაცვლილი სავარძელში იპოვეს. თავდაპირველად, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, გაზით გაგუდვა სახელდებოდა. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ნონა ჭაბაშვილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.