პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კახი კავსაძისა და გივი ბერიკაშვილის მეგობრობაზე ყველამ ყველაფერი ვიცით. დღეს, ფეისბუქზე, კახის უფროსმა ძმამ, იმერიმ, ერთი გვერდიდან, ამ დიდი მეგობრობის პატარა პასაჟი გააზიარა.
"გივი რომ საავადმყოფში იწვა, კახი საერთოდ არ მოშორებია მის საწოლს. პატარა ბავშვებივით იყვნენ. ხარობდნენ, მხირულობდნენ. რაც კახის შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა, ოღონდ გივის სახიდან ღიმილი არ მოშლილიყო. გივიც ბოლომდე არ კარგავდა იმედს ამბობდა:
"რას ამბობ, კახი, რა დროს სიკვდილია?! ჯერ კიდევ მაქვს შენთვის ნერვები მოსაშლელიო".
ასე იყვნენ ერთად ბოლო წამამდე.
კახი ამბობდა: "გივის სიკვდილმა ჩემი ნახევარი გული თან გაიყოლაო"...
მანანა ბერიკაშვილი კი "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს.
მანანა ბერიკაშვილი: კახი და გივი სულ ერთად იყვნენ, მაგრამ ბოლო წლებში გაუსაძლისი იყო ამათი ურთიერთობა.
კახის არ ესმოდა, მამა ვერ აგებინებდა და დამღალა, კაცო, დამღალაო, ამბობდა.
მამას წასვლის შემდეგ, კახი უცებ მოტყდა. როგორც ჩანს, ერთად რომ იყვნენ და ურთიერთობდნენ, ერთმანეთთსაც ავარჯიშებდნენ.