„მეხივით გავარდა მისი სიკვდილის ამბავი... დუღს მთელი ქუჩა“ - ხონი-წყალტუბოს გზაზე ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლიკა ჯანელიძე

ხონი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის ლიკა ჯანელიძის სიცოცხლე შეეწირა.

ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 23 ნოემბერს მოხდა.

„შორიდან ყველაფერი უფრო მძიმეა... ღამის 10 საათზე (აქაური დროით) ტრაგედიისგან შოკირებული დედაჩემის კივილით ნათქვამი თავზარდამცემი ამბავი...  საშინელებათა ღამე... და ნაცრისფრად, უმზეოდ, გაორმაგებული ტრაგედიით გათენებული დილა...  რ ა ტ ო მ, ღ მ ე რ თ ო???  სანუგეშო სიტყვები არ არსებობს; ვერც სასამძიმროს ვუყრი თავს... დავმუნჯდი.... არ ვიცი, რა ვთქვა, ბიძაშვილო, ძმისშვილო, შვილო, ჩემი შვილების ტოლ-სწორო, უთბილესო და ალალო ლია!  დედაჩემის ყოველდღიურო იმედო!!!  შენ მართალთა სასუფეველს დაიმკვიდრებ  და რა ქნას, სად დაეტიოს და სად იპოვოს ადგილი და სიმშვიდე შენმა დედ-მამამ?! როგორი მტკივნეულია ეს თავზარდამცემი ამბავი! თანაზიარი ვარ თქვენი ტრაგედიის... თანაგიგრძნობთ მთელს სანათესავოს, სამეზობლოს, სამეგობროს!“.

„გაგვიფრინდა ჩვენი ბუთქუნა, ცისფერთვალბა ლიკუნა  დაადუმა აღმაშენებლის ქუჩა მეხივით გავარდა მისი სიკვდილის ამბავი დუღს მთელი ქუჩა, მთელი რაიონი, ვინც კი იცნობდა და მასთან შეხება ჰქონდა. უტკბილესი, უთბილესი გოგო, ყველას დამხმარე და მომხმარე... არ მჯერა და ვერ ვიჯერებ, ლიკუ... ვუსამძიმრებ შენს ოჯახს ამ დიდ ტკივილს, შენს გაუბედურებულ მშობლებს, ძმას და ყველას... მშვიდად განისვენე, ლიკუ, ჩვენი ქუჩის უწყინარი მეზობელი მეგობარი და ყველაფერი იყავი შენ“, - წერენ ოჯახის ახლობლები.

✕