პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სამოქალაქო აქტივისტის, სალომე ბარკერის დედა ქვეყანაში გახშირებული ფემიციდის შემთხვევებს ეხმაურება და მშობლებს მიმართავს.
„გაატანეთ სახლიდან იმედად სიტყვები თქვენს ქალიშვილს დედებო და მამებო, რომ ნებისმიერ წუთს შეუძლიათ დაბრუნდნენ უკან, თუნდაც შვილთან ან შვილებთან ერთად... გაატანეთ ეს იმედი მზითვად, თუნდაც იმ წამს, დედამიწაზე ყველაზე ბედნიერად გრძნობდეს თავს და ეგ ნათქვამი სასაცილოდ მოეჩვენოს, თქვენ მაინც ჩაუდეთ უბეში იმედი, რომ უკანდასაბრუნებელი გზა ყოველთვის ექნება... სინანული არაფერს შველის.. 90% მოკლულ ქალებს,წასასვლელი არსად აქვთ.
ჯერჯერობით, ცოცხლებსაც ეს პრობლემა უდგათ დღის წესრიგში. დღესვე დაურეკეთ თქვენს შვილებს და დაიხსენით მონსტრი ქმრებისაგან! ყველა დედამ მშვენივრად იცის, ვინ ჰყავს გვერდით თავის ქალიშვილს.“ - წერს ლანა ნიკოლეიშვილი.