ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს - რას უკავშირდება სისხლიანი გარჩევა პანკისის ხეობის სოფელ დუისში

ამერიკის პოლიცია

ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ფაქტი პანკისის ხეობის სოფელ დუისში მოხდა.
25 წლამდე ასაკის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
მამაკაცს ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.


რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, ახალგაზრდას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

დაპირისპირების მიზეზად, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სახელდება.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და ხორციელდება ოპერატიული ღონისძიებები სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ღმერთო, ყველა დაიფარე! ყოჩაღ მძღოლის პროფესიონალიზმს - კადრები ადგილიდან, სადაც გზა ჩაინგრა

„ვერავინ იჯერებდა ამ ცნობას... გიას ნომერზე დავრეკეთ იმ იმედით, რომ ის გვიპასუხებდა...“ - ბოტანიკური ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

VIDEO: დაუჯერებელი სანახაობა - ქარხანაში რეზერვუარი გასკდა და ქუჩა ღვინით დაიტბორა (პორტუგალია)