2 წლის წინ დაკარგული ქალის ცხედარს მეზობლის ეზოში ამ დრომდე ეძებენ - რა ხდება ადგილზე

პოლიცია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, 2 წლის წინ გაუჩინარებული მზია ბედმანიკაშვილის ცხედარს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, შალვა მაისურაძე 68 წლის ქალის ცხედრის სავარაუდო ადგილსამყოფელის დადგენასა და საეჭვო ველის გამოვლენას სპეციალური გეოფიზიკური დანადგარის მეშვეობით, რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

სპეციალური გეოფიზიკური დანადგარის მეშვეობით, რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. სპეციალისტებმა 1 ჰექტარზე მეტი ფართობი დაათვალიერეს.

დათვალიერების შემდეგ, სამართალდამცველებმა ადგილზე მძიმე ტექნიკა მიიყვანეს და დაახლოებით, 10 მეტრის სიგრძეზე საეჭვო ადგილი ამოთხარეს.

ჯერჯერობით, ცხედარი ნაპოვნი არ არის. ექსპერტები ფიქრობენ, რომ საძიებო სამუშაო უნდა გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, 2020 წელს გაუჩინარებული მზია ბედმანიკაშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოებში ექსპერტები უკვე მეორე დღეა ჩაერთნენ.

ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელ შალაურში მცხოვრებმა ქალმა მეგობარს უამბო, რომ დაკარგული ბედმანიკაშვილი სახლში მიიყვანა, სამი დღით ჩაკეტა და შემდეგ, გარდაცვლილი, საკუთარ ეზოში, კაკლის ხის ქვეშ დამარხა.

პოლიციამ უკვე გამოკითხა საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი.

ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სხვა სიახლეები