უკრაინული მედია: კიევის ოლქში რუსების მიერ 1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი

უკრაინა

კიევის ოლქში რუსების მიერ 1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის ოლქის პოლიციის უფროსის, ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ თითქმის ყოველდღე ვაკეთებთ საზარელ აღმოჩენებს და ვაფიქსირებთ რუსეთის არმიის დანაშაულებს კიევის ოლქში. ამჟამად, გამომძიებლების მიერ გამოკვლეულია ჩვენი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების 1 202 ცხედარი და გადაყვანილი არიან სასამართლო სამედიცინო დაწესებულებებში სიკვდილის მიზეზის დასადგენად. მათგან 280 უცნობია“, – განაცხადა ნებიტოვმა.