რატომ ახვევენ ფრანგები კარის სახელურზე ფოლგას - უცნაური ტრენდი TikTok-იდან
1789308981
ზუგდიდში 19 წლის ირაკლი წყაბელიას გარდაცვალებას ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ეხმაურებიან.
„აკუნა, სულ რაღაც 19 წლის გაფრინდი ზეცაში... ეს რა ტრაგედია გვაქვს სამეზობლოში, რამ უნდა ანუგეშოს შენი ახალგაზრდა მშობლები... ჩემი ნიკუშას მეგობარი იყავი და ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი. შვილო, როგორ გვატკინე გული ყველას. ნათელში იყავი, უფალმა ჩაგიკრას გულში...“ - წერს ერთ-ერთი ახლობელი.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი,სავარაუდოდ, გულთან დაკავშირებული პრობლემა გახდა. მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.