1733169705
ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, ომის ვეტერანებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მოგვიანებით, ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში, ადგილობრივი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული შემსრულებლების და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ვანელ ვეტერან მებრძოლებთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად დაესწრო.
1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილე მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ერთსულოვნად დაუჭირა მხარი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს !