ვანის მუნიციპალიტეტის მერი უხუთი-საპრასიის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

ვანის მერია

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია სოფელ უხუთში, უხუთი-საპრასიის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება გზაზე ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება. გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის შედეგად 2 სოფლის მოსახლეობა კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას შეძლებს.
სამუშაოებს შპს „მიმდემი“ ახორციელებს. პროექტი გარდამავალია და მიმდინარე წელს განსახორციელებელი

სამუშაოების ღირებულება 355 000 ლარს შეადგენს.