მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, დავით ქაცარავა ვალია ვალიშვილთან ხურვალეთში ჩავიდა. ქაცარავას ინფორმაცფიით, მოცუხს ოკუპანტები არ რთავენ ნებას, რომ შეშა გამოიყენოს.
„დღეს ჩავედით ვალია ბებოსთან ხურვალეთში. გუშინ პატარა დათამ გვითხრა, რომ ვალია ბებო არ არის კარგად. როგორც აღმოჩნდა, ვალია ბებომ სახლი ვერ გაათბო - ჩატანილი შეშა ისევ მავთულხლართებთან დაგვხვდა.
რუსმა ნაძირლებმა არ მისცეს უფლება მცხოვრებლებს ეს შეშა შეეტანათ სახლში, თუ დაეხმარებითო, დაგიჭერთო. ვალია ბებო სიცივეშია, იმიტომ კი არა, რომ შეშა არ აქვს, არა, იმიტომ რომ ეს ნაძირლები, რუსი ორკები არ აძლევენ საშუალებას ვალია ბებოს ეს შეშა გამოიყენოს.
ამ ფოტოზე კი რუსი ორკები არიან, რომლებიც დგანან და ყარაულობენ, ემანდ ვინმე არ მივიდეს და შეშა არ შეუტანოს ბებოს სახლში. ამ რუსებთან გინდათ ყოფნა? ამ დედააფეთქებულ, უსისხლო და უჯიშო ნაბიჭვრებთან აპირებთ ურთიერთობის დალაგებას? ვინც ამ ნაძირალა, უსისხლო ნაბო** პუტინოიდებთან აპირებთ ურთიერთობას, 100-ჯერ უარესები ხართ ამ პუტინოიდებზე“, - წერს ქაცარავა.